-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ახობაძე ქეთევან გივის ასული (21.IX.1965, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987). მუშაობდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1987-2002); მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომზე: „Investigation of the dynamics of hadron-nucleus interactions using the features of neutral strange particles “ (1999). თავის სამეცნ. და საგანმან. საქმიანობას აგრძელებს აშშ-ში (2005-დან); მუშაობს ლედერმანის სამეცნ. ცენტრის მენეჯერად (ფერმილაბი, ბატავია, ილინიოსი); იყო ვაუბანსის კოლეჯისა და ავრორას უნ-ტის პროფესორი (2012-2021). მისი სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში; საერთაშ. თანამშრომლობებში ALICE (CERN, შვეიცარია) და Fermilab (ბატავია, აშშ) მონაცემთა ანალიზი, შემთხვევების სიმულაცია, მათ. მოდელირება, სტატ. ანალიზი. იგი არის რამოდენიმე ათეული შრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „A Full acceptance detector at the LHC (FELIX)“ (J.Phys.G 28, R117-R215, 2002); „Introducing Quantum Entanglement and Superposition to SecondarySchool Students Using Portable, Hands-on Exhibits“ (Phys.Teacher N 63, 7, 557-562, 2025). ა. ქ არის ლედერმანის სამეცნ. ცენტრის (LSC) საგამოფენო კომიტეტის ხელმძღვ.; მისი საქმიანობა მოიცავს: სამეცნ. ცენტრისთვის საზ. ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებას; ინტერაქტიული პრაქტ. ექსპონატების დიზაინსა და წარმოებას, რ-იც ფერმილაბში მიმდინარე კვლევების შინაარსსა და აქტუალობას ასახავენ ნაწილაკების ფიზ. და ასტროფიზიკაში; ა.ქ. ხელმძღვანელობს ლედერმანის სამეცნ. ცენტრის მოდერნიზაციას; სამეცნ. ექსპონატების დამზადებასა და მონტაჟს; ცენტრში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას საზ-ბის ფართო ფენებისთვის. ვირტუალური ექსპონატების, ვიდეოებისა და სხვა ციფრული მასალების შემუშავებას ფერმილაბის სამეცნ. კვლევების შინაარსის ასახსნელად უფრო ფართო აუდიტორიისთვის. ყოველივე ეს ემსახურება როგორც ფერმილაბის სამეცნ. საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდას, ასევე ნაწილაკების ფიზიკაში მომავალი თაობის წარმომადგენელთა გამოვლენასა და მომზადებას.